ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუს „კოვიდ 19“-ის პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის შესაკავებლად ძალისხმევა არ შეჩერდეს.
„პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა. მაგრამ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს. ქვედა ზღვარი არის, რომ ჩვენ არ ვართ ვირუსის ხელში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
გებრეიესუსმა მთავრობებს მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ყურადღება გაამახვილონ როგორც შეკავებაზე, ასევე დაკლებაზე.