“დემოკრატია იოლი სამუშაო არაა, თუმცა ღირს მასზე მუშაობა” – ადამ კიზინგერი შეთანხმებას ეხმიანება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

“გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევას. დემოკრატია იოლი სამუშაო არაა, თუმცა ღირს მასზე მუშაობა. სპიკერი თალაკვაძე და კიდევ ბევრი სხვა მადლობას იმსახურებენ” – წერია კონგრესმენის განცხადებაში.

ადამ კინზინგერი ერთ-ერთი კონგრესმენია, რომელმაც საარჩევნო სისტემის შესახებ რეფორმის ჩაგდების გამო, ხელისუფლება გააკრიტიკა და რამდენჯერმე მოუწოდა მთავრობას ცვლილებების განხორცილებისკენ.

მსგავსი თემები