“მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შეიძინოთ” – ილია მეორე

“მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ,” – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

გარდა ამისა, პატრიარქმა მრევლი დალოცა.

“დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, დიდება ჰქონდეს უფალსა, დიდება მამასა და ძესა და წმინდასა. ჩვენ პატივს ვცემთ უფალსა, ჩვენ თაყვანსა ვცემთ უფალსა რომ გვიადვილებს სასუფეველში გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფეველისა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი თვისი, ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ველაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შევიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი, მშვიდობა მოგცეთ და სიხარული, სიყვარული თუ არ არის ადამიანში სიხარული იქნება და სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის. იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა,” – იქადაგა პატრიარქმა. 

მსგავსი თემები