ჩინეთში, კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

“როიტერის” ინფორმაციით, ჩინეთში სასტუმრო, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინე ზონად იყო გამოცხადებული, ჩამოინგრა.

“როიტერის“ ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათას გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში: კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.

მსგავსი თემები