“ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია. ჩემმა შვილმა თავად გაასაჯაროვა თავისი სტატუსი ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან. 

“​ჩემმა შვილმა თავად გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს არის მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი უფლებაა, მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია. ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები. ამაში დასამალი არაფერი არაა. ორშაბათ საღამოს ჩემ შვილთან სხდომაზე გახლდნენ და სავარაუდოდ, იქ მოხდა გადაცემა. ის ექიმია განათლებით და იყო თვითიზოლირებული. ჩვენ ჩავთვალეთ რამდენიმეჯერადი კვლევა საჭიროდ და დადასტურდა. დაწერა ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ამ კონტაქტების კვლევა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მსგავსი თემები