საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

სამ ახალ შემთხვევამდე, გუშინდელი მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის ცხრა ფაქტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მსგავსი თემები