თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობას – რეკომენდაციები, რომლის დაცვა ყველას სამოქალაქო ვალდებულებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს:

“პირველი ჩვენი რეკომენდაცია გახლავთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არი არის, რადგან დაავადების რისკი ბევრ ქვეყანაშია. თუ მივდივართ ყევლაზე მაღალი რისკი მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეია, ირანი, იტალია, იაპონია) აუცილებელია, ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინო თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ, თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა. 

თუ საზღვარზე ან მანამდე გაქვთ სიმპტომები – სურდო, ხველება, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა, აუცილებელია, იქვე ადგილზე თერმოსკრინინგი ჩაიტაროთ. საჭიროების შემთხვევაში კი, გადაგიყვანენ საავადმყოფოში. თუ არც ერთ სიმპტომი არ გაქვთ, რეკომენდირებულია, 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული. აუცილებელია, გავითავისოთ ეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. უნდა იყოთ იზოლირებულ ფართში, სადაც თქვენ თვითონ უნდა მოემსახუროთ თქვენს თავს. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია  თვითიზოლაციის პროტოკოლები. 

კეთილი ინებეთ და 14 დღე დაყავით თვითიზოლაციაში. ამით თქვენ დაიცავთ თქვენი თავის, ოჯახის წევრებისა და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას, რომ არ იყოთ ინფიცირების წყარო. თუ არ გაქვთ თვითიზოლაციის საშუალება, ქვეყანაში არის საკარანტინო სივრცეები. თუ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს გუარესდა მდგომარეობა, უნდა დაურეკოთ ექიმს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი თემები