„ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პარტიები მძევლად ყავს აყვანილი” – გია ვოლსკი

“რაც არ უნდა დაპირისპირებული ურთიერთობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვთ მხარდაჭერა, წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკურ ველზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 1%-დან 3%-მდე ბარიერი არის შესაბამისობაში.

„დღეს არსებულ სისტემას თუ გავითვალისწინებთ – ბლოკებს და მაღალ ბარიერს – „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ამით იჭერს და მძევლებად იყვანს სხვა პარტიებს. რაც უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთში, პარტია, რომლის არც სახელი ვიცით და არც ლიდერი, ნახევარ მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება წელიწადში მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის ბლოკში. ასეთი ერთკაციანი პარტიების ჩამოთვლა შეიძლება. თუკი პარტიას საშუალება ექნება, რომ გარკვეული მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნეს პარლამენტში, იგი ათჯერ გაზომავს დამოუკიდებლობის ხარისხს და ფასს, რომელსაც იგი იხდის მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ ყოფნით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები