„კორუფციასთან მარტო დაჭერებით ბრძოლა შედეგს არ იძლევა“ – გედევან ფოფხაძე ბორჯომში დაკავებულ ჩინოვნიკებზე

„პრობლემა არის იმაში, რომ არ არის პოლიტიკური წინაპირობები, რომ არ არის წინაპირობები კორუფციის აღსაკვეთად“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე თვლის, რომ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის სადავეები გაექცა, ის ბორჯომში დაკავებული ჩინოვნიკების დაკავების ფაქტს ეხმაურება და თვლის, რომ დაჭერები მხოლოდ გაფრთხილებაა დანარჩენი ჩინოვნიკებისთვის.

„დღეს არაა პოლიტიკური წინაპირობები კორუფციის აღსაკვეთად .ჩვენ გვაქვს რეგისტრირებული წინადადება დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შესახებ წინადადება. რეალობა ისაა, რომ კორუფციამ მოიცვა ყველა სფერო და ჩინოვნიკებს სხვა საქმე არ აქვთ გარდა საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის. კორუფციასთან მარტო დაჭერებით ბრძოლა არ იძლევა შედეგს. თუ იდეოლოგიას არ უქმნიან ამ ხალხს თუ რატომ არიან საჯარო სამსახურში მაშინ მახათები მაინც დაურიგონ. ის მერები და ჩინოვნიკები, რომლებიც არჩევნებისთვის სჭირდებათ აუცილებლად მოითხოვენ მწვანე შუქს კორუფციისთვის“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფოფხაძეს მიაჩნია, რომ დღეს ჩინოვნიკების 89% კორუმპირებულია და თანამდებობებს „სარფიან” ადგილად თვლიან.

მსგავსი თემები