„პოლიტპატიმრები და საარჩევნო სისტემა არის ორი სხვადასხვა საკითხი და ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს“- გია ჟორჟოლიანი (ვიდეო)

“საარჩევნო გარემო და პოლიტიკური ფიგურების დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ ყველა მხარე თანახმაა 40% -იანი შეზღუდვა მთავრობის ფორმირებაზე არსებობდეს, ის ასევე აქცენტს 1% -იან ბარიერზეც აკეთებს, რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს პარლამენტის წევრი თვლის, რომ უნდა იყოს მოძებნილი გონივრული კომპრომისი.

„პოლიტპატიმრები და საარჩევნო სისტემა არის ორი სხვადასხვა საკითხი და ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, თუმცა არ ნიშნავს,რომ ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უსამართლობაა ამ უსამართლობის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს. მე მგონია, რომ ყველაფერი ნათელია. ყველა მხარე თანახმაა 40% შეზღუდვა არსებობდეს, უმეტესობა პოლიტიკური სუბიექტების იზიარებს იმას, რომ ბარიერი უნდა იყოს 1%-იანი და არა 3%-იანი. მე მგონია, რომ ის წინადადება, რომელიც წამოვიდა “ქართული ოცნებისგან” 110/40-ზე გონივრული კომპრომისის პოვნა შეიძლება. „ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.მისი განცხადებით ამ ეტაპზე მთავარია პროცესი გადავიდეს პარლამენტში, როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს საკითხის გაჭიანურება დღეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

„ქართულ ოცნებას ურჩევნია არსებული სისტემა დარჩეს, რადგან მას ნდობის მომენტში პრობლემა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით , ასევე გარეთ, ასევე ზოგიერთ ჯგუფს შეიძლება აწყობდეს სიტუაციის პოლარიზაცია და არჩევნების ფორმატიდან გასვლა. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ შეიტანს პარლამენტში ჩვენთვის ყველაფერი ნათელია.“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


მსგავსი თემები