უკრაინის პრემიერი გადააყენეს – მასთან ერთად, ავტომატურ რეჟიმში მთელი მთავრობა გადადგა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობიდან გადააყენა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადაყენება მთელი მთავრობის გადაყენებას ნიშნავს.

ალექსეი გონჩარუკის პოსტიდან მოხსნას მხარი 353-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ განაცხადა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი თემები