გერმანიაში კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა.

გერმანული გამოცემის ცნობით, ინფექციის შემთხვევები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ერთ-ერთ ბაღში დაფიქსირდა.

ყველა ინფიცირებულ მცირეწლოვანს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულ ბაღში სულ 114 ბავშვი ირიცხება. 100 მათგანს კორონავირუსის ტესტი უკვე ჩაუტარეს.

მსგავსი თემები