„ახალი კორონავურისით“ ირანელი დეპუტატი გარდაიცვალა

ამ ეტაპისთვის არსებული ოფიციალური, დადასტურებული  მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორისაა ირანის პარლამენტის წევრი. მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი რამდენიმე დღის უკან დაინფიცირდა და დღეს გარდაიცვალა.

“კორონავირუსით” დაინფიცირებულია ირანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დეპუტატები. ამის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი არ გამოცხადებულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შესაძლოა, ირანმა „ახალ კორონავირუსთან“ დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა მსოფლიოს.

ირანთან სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანმაც ჩაკეტა. აზერბაიჯანში სულ სულ სამი ადამიანია ინფიცირებული. ისინი ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანელები არიან.

მსგავსი თემები