საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აღებული იქნა ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის არსებობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამივე დაავადებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ისინი აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნას და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.

მსგავსი თემები