სამხრეთ კორეაში „კორონავრუსის“ შემთხვევები მატულობს, მსოფლიოში კი 39 500-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

ჩინეთსა და სამხრეთ კორეას „ახალი კორონავირუსი“ ისევ აქტიურად უტევს. სამხრეთ კორეაში დაინფიცირებულთა 600-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი „ახალი კორონავირუსის“ მატარებელი ა 2 900-მდე პაციენტია.

რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, მთლიანობაში, ამ ეტაპისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ  85 00-სს გადააჭარბა.  გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი  39 500-მდეს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, „ახალი კორონავირუსით“ 3 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ჰონგ-კონგში,  საფრანგეთი, ფილიპინები და ტაივანი ის ქვეყნების, სადაც „ახალი კორონავირუსით“ ადამიანები გარდაიცვალნენ.

მსგავსი თემები