ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპმა ყველა აუდიენცია გააუქმა

ვატიკანში აცხადებენ, რომ რომის პაპი თავს ცუდად გრძნობს, ამიტომ მან ყველა ოფიციალური აუდიენცია გააუქმა. ამასთან, რომის კათოლიკურ ეკლესიაში ფრანცისკეს სუსტად ყოფნის მიზეზებს არ განმარტავენ.

როგორც ცნობილია, ტრადიცული მიმართვის დროს, გასულ კვირაში, რომის პაპს ხმა შეცვლილი ჰქონდა და, სავარაუდოდ, გაციებული იყო. წირვის დროს, ფრანცისკემ რამდენჯერმე დაახველა კიდეც.

მსგავსი თემები