“კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება” – ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება.

„მსოფლიოში ოცზე მეტი ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს და რამდენიმე პრეპარატს კლინიკური კვლევები უტარდება. პირველ შედეგებს რამდენიმე კვირაში ველით“, – განაცხადა მან.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

მსგავსი თემები