ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

29 თებერვლის დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

გარდა ამისა, სინოპტიკოსები ზღვაზე ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმსაც ელოდებიან. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებზე  – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები