“ტვ პირველის” თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

“ტვ პირველის” თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ავრცელებს.

ინგა გრიგოლიას განმარტებით, თავისი კოლეგა დასასვენებლად ევროპაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით, კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები