„ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად გადაივლის“ – ნათია თურნავა კორონავირუსზე

  •  

„ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ექნება თავისი ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ავიაციაზე. მაგრამ მინდა დავიწყო პოზიტივით.“- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით გააკეთა.

თურნავა თვლის, რომ საქართველოში ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, მისივე ინფორმაციით ქვეყანას პრევენციისთვის ყველა ზომა აქვს მიღებული.

„საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწყვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ.

რაც შეეხება ზიანს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ფაქტორის ზემოქმედება. პირდაპირი ზემოქმედება ტურიზმზე, რაც გამოწვეული იქნება ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია“- განაცხადა თურნავამ

მსგავსი თემები