„საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია“- ამირან გამყრელიძე

„ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  განაცხადა.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ.

24 თებერვალს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი შევიდა. 2 მათგანი ირანის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი საქართველოსი. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შემდეგ 5 პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა. 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მსგავსი თემები