რთულია მოიძებნოს ადამიანი, ვინც სამივე სამინისტროს ერთდროულად უხელმძღვანელებს – შოთა ხაბარელი 

​პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ რთულია მოიძებნოს ადამიანი, ვინც სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროების ერთდროულად ხელმძღვანელობას გაართმევს თავს.

მისი აზრით, სამი გაერთიანებული უწყების მინისტრს ეყოლება ყველა ამ სფეროში კომპეტენტური მოადგილეები, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა ხაბარელმა განაცხადა, აღნიშნული 3 დიდი უწყების გაერთიანება გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამ დიდი სამინისტროების გაერთიანებით საკმაოდ დიდ უწყებას მიიღებს ქვეყანა.

“კულტურა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ასევე პრემიერმა თქვა, რომ განათლება იქნება პრიორიტეტული და არც სპორტია პატარა სფერო, უნდა შეირჩეს ისეთი ადამიანი, ვინც სამივე მიმართულებით იქნება კომპეტენტური”, – აცხადებს ხაბარელი.

​მისივე ინფორმაციით, მინისტრობის კანდიდატის შერჩევაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

მსგავსი თემები