საქართველოდან ირანში დღეს, კიდევ 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება.

ამჯერად, საქართველოდან ირანში დღეს 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა.

ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

მსგავსი თემები