კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 2 663-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 27 200-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა, 2 600 ადამიანი კი საავადმყოფოებიდან გაწერეს.

ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 77 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო, ჩინელი ექიმები 88 000-მდე ადამიანს აკვირდებიან.

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიო მასშტაბით ვირუსს 2 699 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ჩინეთში ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77 ათასს უკვე გადააჭარბა. გარდაცვლილია 2592 ადამიანი, განიკურნა 24 ათასზე მეტი.

ჩინეთის გარეთ დაინფიცირების 1769 შემთხვევაა, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

მსგავსი თემები