„თუ ვინმეს უნდოდა მოლაპარაკებების ჩაშლა, ესაა ხელისუფლება“- გიგლა ბარამიძე (ვიდეო)

„100/50- ზე ჩვენ არ გვაწყობს, ჩვენ შევთავაზეთ, გერმანული მოდელის მსგავსი, ასევე ჩვენი მოთხოვნაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა“- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბარამიძე იმ შეთავაზებებზე საუბრობს, რაც მათ ხელისუფლების მიმართ აქვთ ჰქონდათ მოლაპარაკების პროცესში: “როდესაც საუბარია მოლაპარაკებაზე, თუ ვინმეს უნდოდა ამ მოლაპარაკების ჩაშლა ესაა ხელისუფლება.

100/50-ზე ჩვენ არ გვაწყობს, რადგან ამით მცირე მხარდაჭერის მქონდე ძალას შეეძლება ისევ მივიდეს პარლამენტში, ჩვენ ვემხრობით 120/30 – ზე , ასევე ვითხოვთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, საჩივრების განხილვას. ჩვენი პირველი ვარიანტი იყო ასევე, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შეთავაზება“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ბარამიძის ინფორმაციით მათ ხელისუფლებას რამდენიმე პუნქტიანი მოთხოვნით მიმართეს, თუმცა ოთხი ვარიანტი, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა, როგორც ბარამიძე ამბობს პასუხგაუცემელი დარჩა.

„ამ მოთხოვნებს ერთი თვის მანძილზე ვაყენებდით, ერთ საკითხთან გაერთიანებული სხვადასხვა ბიოგრაფიის მქონდე პარტიები. ეს კარგა ხანია შევთავაზეთ ხელისუფლებას, თუმცა პასუხს არ გვცემდნენ, უფრო მეტი მათ დაიწყეს დაკავებები მოლაპარაკების პარალელურად.“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.



მსგავსი თემები