პრეზიდენტი გამოვიდა ინციატივით, თბილისში გამოიყოს ადგილი, სადაც ყველა ომში დაღუპულების მემორიალი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, თბილისში გამოიყოს ადგილი, სადაც ყველა ომში დაღუპულების მემორიალი იქნება.

ინიციატივა პრეზიდენტმა პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

„ბოლოს მინდა, ერთი აზრი დავტოვო თქვენთან – ალბათ დრო მოვიდა, ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის, არა ის პატარა დაფა, რაც გარეთ არის, არა ეს ადგილი, რომელიც შიგნით არის და საზოგადოება ვერ შემოდის ისე ადვილად, როგორც საჭირო არის. რამე ადგილი, სადაც 9 აპრილის დაღუპულები, როგორც ყველა ჩვენ ომში და ყველა ჩვენს ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად და სადაც შევძლებთ, შემეცნებითი ნაწილიც იყოს, რომ ახალგაზრდები სკოლებიდან მივიდნენ და პატივი მიაგონ და გაიგონ, თუ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები