“გალელი ექიმი ბიჭი, მხოლოდ იმიტომ აწამეს,რომ  არ დათანხმდა ყოფილიყო ცრუ მოწმე” – სოფიო ხორგუანი

ბევრი კონკრეტული ადამიანი არსებობს, ვისაც პირადად ვანო მერაბიშვილის მითითებით დევნიდნენ”- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზეპოლიტიკოსმა, სოფიო ხორგუანმა განაცხადა.

ხორგუანი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც სახელმწიფო მისთვის, “ყრუ კედელი” და “მოძალადე” იყო.

“გალელი ექიმი ბიჭი მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ არ დათანხმდა ყოფილიყო ცრუ მოწმე, ასევე ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ხონის კოლონიაში მოიხადა სამი წელი, მის მიერ არჩადენილი დანაშაულის გამო, ეს იცოდა კოლონიის ხელმძღვანელობამ, მისი საქმე არ წასულა ევროპის სასამართლოში, რადგან დაემუქრნენ სიკვდილით. ძალიან ბევრი ასეთი საქმე შემიძლია გავიხსენო”-განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

პოლიტიკოსი თვლის, რომ აღნიშნული ადამიანები დღეს კონკრეტულ საქმეზე არ საუბრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ მორალურად, რთულია იმის გახსენება თუ როგორ დაჩაგრეს.

სოფიო ხორგუანს მიაჩნია, რომ ადამიანებს დღესაც აქვთ უსამართლობის განცდა.

მსგავსი თემები