500-ზე მეტი გეოლოგიურად აქტიური ადგილია თბილისში, სადაც კვლევის გარეშე მშენებლობა დაუშვებელია

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ გენგეგმის დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკვე შეთავაზებულია კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის გზები. მშენებლობის ნებართვა ძალიან ბევრ, ისეთ ადგილზეა გაცემული, რომელიც გეოლოგიურად საშიშია და საჭირო იყო ამ მიმართულებით მერიას ალტერნატიული გზები გამოენახა.

როგორც მერის მოადგილე აცხადებს, დოკუმენტის წარმოდგენილ ვარიანტს აკლდა აღსრულების მექნიზმები, ამიტომ, პირველი რაც გაკეთდა, დაიწერა სრულიად ახალი დოკუმენტი, რომელმაც თავის თავში გააერთიანა 6 ტომის ძირითადი დებულებები.

” მერიის კონცეფტუალური შენიშვნა იყო, რომ გენგეგმა პრაქტიკაში გამოყენებადი დოკუმენტი იყოს. ჩვენ გენერალურ გეგმას ვამტკიცებთ არა მხოლოდ რუქის სახით, არამედ ტექსტუალურ ნაწილს, რომელი ჩაანაცვლებს მოქმედ 105 დადგენილებას. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაიხარჯა იმაში, რომ სწორედ ამ ახალი გენგეგმის დადგენილებაში ტექსტუალურად გადმოტანილიყო x და y კოორდინატები, რუქები და ის ზონები,  რომლებიც გენგეგმის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რუქაზე 1/ 10 000 მასშტაბით იყო დატანილი.

​პრობლემები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ იყო რუქაზე დატანილი, მაგრამ არ იყო ტექსტუალურად ახსნილი”, – განმარტავს თბილისის მერის მოადგილე.

​მისივე ინფორმაციით, გენგეგმის დოკუმენტში, ერთი თავი მიეძღვნა იმას, თუ რას ნიშნავს შეზღუდვები. შეზღუდვები მრავალნაირი გვაქვს. სწორედ შეძღუდვები გადამოწმდა ადგილზე, რომ რიგ შემთხვევში, მათ შორის  კერძო საკუთრებებზე და მუნიციპალურ ტერიტორიებზე დაიდო განვითარებისთვის შეზღუდული ტერიტორიები.

მისივე თქმით, შეზღუდვები უკავშირდება საწარმო-სანიტარულ ზონებს, სასაფლაოების სანიტალურ ზონებს, ნადშაფტურ-სარეკრეაციო ზონებთან, გეოდინამიკურ, დატბორვისთვის საშიშ ზონებს.

“გეოლოგიურად აქტიური, 500-ზე მეტი ადგილი გვაქვს თბილისში. ეს ინფორმაცია დატანილია გენგეგმაში.  გენგეგმის ძირითად ხაზობრივ ნახაზს დაემატა ახალი, დამატებითი 6-7 თემატური რუქა. შეიქმნა ხაზობრივი ნაგებობების რუქა, რომლის გათვალისწინებით სამშენებლო პროცესის წარმოება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, საუბარია, კომუნიკაციებზე – სანიაღვრე სისტემა, კანალიზაცია, წყალი, ინტერნეტი, ეს ინფორმაცია არის აუცილებელი დაგეგმვის დროს, რათა მერე ჩვენ პრობლემები არ შეგვექმნას”, – აცხადებს ბითაძე.

​მისივე თქმით, თბილისის მერია არანაირ კომპრომისზე არ წასულა. დედაქალაქს გენგეგმა დღესაც აქვს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზონების ცვლილება და კოეფიციენტების მატება ხდებოდა დასაბუთების გარეშე, თბილისს გენგეგმა ჰქონდა, რომლის გადამუშავების ვალდებულება იკისრა სახელმწიფომ, რათა ის 21-ე საუკუნის კონცეფციას მორგებულიყო.

მსგავსი თემები