5 ქვეყანა ირანს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, კომპენსაციის გადახდას სთხოვს

5 ქვეყანა ირანს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, კომპენსაციის გადახდას სთხოვს. კანადის, ავღანეთის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლებმა ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ავიაკატასტროფის გამჭვირვალე და საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანმა კომპენსაცია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს უნდა გადაუხადოს. 8 იანვარს ირანის მიერ ჩამოგდებულ უკრაინულ ლაინერს 176 ადამიანი ემსხვერპლა.

თეირანმა მომხდარი “ადამიანურ შეცდომად” შეაფასა.

მსგავსი თემები