„აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად…ჩემს წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ საქმე აღძრან“ – ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მის წინააღმდეგ,  სს სხვა საქმეების აღძვრას არ გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს მას ვერ გატეხავს. როგორც ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავარი სამიზნე ოპოზიციის გაერთიანება და არსებული რეჟიმის დასრულება იქნება.

„აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, დრო მჭირდება. ყველას შევხვდები. ძალიან ცუდია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო და ორივე  პარტიაში არიან  ჩემი მეგობრები. მე ყველას შევხვდები და დაველაპარაკები. ჩემს წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ საქმე აღძრან, თუმცა, ეს მე ვერ გამტეხავს“ – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

სხვა დანაშაულთან დაკავშირებით შესაძლო სს აღძვრასთან დაკავშირებით განმარტება მერაბიშვილის ადვოკატმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.

„ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, ვანოც ასეა. მიმდინარე საქმეებიდან რაც არ უნდა შეუფარდონ, რაც ამ დროისთვის მის წინააღმდეგ წარმოებს, მას ეს სასჯელიც მოხდილი ექნება. ამ კუთხით სამართლებრივად მოსალოდნელი არაფერია, მაგრამ რა დაარტყამთ თავში და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხვალ, არ ვიცი. თუმცა, ასეთი აგონიური ქმედებები დააჩქარებს მათ დასასრულს, რაც გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთეს, ამიტომ ესეც ვერ უშველით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი თემები