კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 16 100-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულ პირთა რაოდენობა 74 500-ს აჭარბებს, მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის უწყება აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ წინა დღე-ღამესთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული დაავადებულთა რაოდენობა. ბოლო დღე ღამის განმავლობაში დაავადების 394 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც წინა დღესთან შედარებით 13 50-ით ნაკლებია.

გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა ხუბეის პროვინციაშია. პეკინში დაავადების 395 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

მსგავსი თემები