თეა წულუკიანს პირველი მოადგილე შეუცვალეს

იუსტიციის მინისტრის – თეა წულუკიანის პირველი მოადგილე ჩანაცვლდა. დრობითი, 3 კვირიანი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შედეგ, ალექსანდრე ბარამიძე  სამთავრობო უწყებაში ვერ მოხვდა. მისი პოზიცია კი მიხეილ სარჯველაძემ დაიკავა.

ამ ეტაპისთვის არც იუსტიციის სამინისტროსგან და არც თავად ბარამიძისგან  კომენტარები არ კეთდება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ   ბარამიძე იუსტიციის  სისტემიდან წავიდა და აღნიშნული გადაწყვეტილება  თეა წულუკიანმა და თავად ბარამიძემ ერთად მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ბარამიძე იყო თეა წულუკიანის თანამებრძოლი, მისი უახლოესი გუნდის წევრი და მეგობარი.

 

მსგავსი თემები