საქართველოში, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა შემცირდა – საქსტატის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 10.9% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8%-ით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8%-ით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.9%-ით.

ამასთან, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.5%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.1%-ით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.4%-ით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 1.6%-ით

მსგავსი თემები