„სკოლაში პლევმატური იარაღი არ ყოფილა, ის სათამაშო ფისტოლეტი იყო“ – საქმის პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის გამოკითხვა დაიწყო.

ფხაკაძემ საუბარი პლევმატურ იარაღზე დაიწყო და აღნიშნა, რომ ისეთი იარაღი, რომელიც სკოლაში ბავშვებს ჰქონდათ მის სახლშიც არაერთია.

პლევმატული იარაღში 51-ე სკოლაში არ ყოფილა. ეს იყო სათამაშო ფისტოლეტი, პლასტმასის, რომელიც ჩემთანაც არის სახლში. მას აქვს პატარა ყვითელი ბურთულები. ის იყო სათამაშო, სათამაშო პატარა ფისტოლეტი, რომელის სკოლის საპირფარეშოში ჰქონდათ ბავშვებს. ისინი შელაპარაკდნენ და იყო საუბარი, ამას გესვრით თუ გეტკინებაო… ბავშვებმა გადაწყვიტეს, ეს საკითხი გაერკვიათ გაკვეთილების შემდეგ…“ – აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ. მან „სათამაშო ფისტოლეტი“ არაერთხელ ახსენა და ცდილობდა კომისიის წევრების დარწმუნებას რომ სკოლაში არანაირი იარაღი არ ყოფილა. დაკითხვის დაწყებამდე ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან თხრობის რეჟიმში იმყოფება, შესაძლებელია, ინიციალების ნაცვლად არასრულწლოვანთა გვარები წამოსცდეს, თუმცა, ეს არ იქნება მიზანმიმართულად. ამ წუთებში ფხაკაძე კომისიას მკვლელობამდე მომხდარი დაპირისპირების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

მსგავსი თემები