“ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას“, – სალომე ზურაბიშვილი

უკრაინაში მომხდარ თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

„აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევას. მე შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას“, -წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ, დღეს, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმებით 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 4 სამხედრო კი მძიმედ დაშავდა. ამ ეტაპისთვის,  საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილია.

მსგავსი თემები