“სტუდენტური კონგრესის” ფინალური შეხვედრა გაიმართება

“სტუდენტური კონგრესის” გამარჯვებული 24 ივნისს გამოვლინდება. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (C კორპუსი, V სართული)13 საათზე გაიმართება. დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ სტუდენტების ინიციატივებზე და აირჩევენ საუკეთესო გუნდს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 15-16 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმიტირებული საკომიტეტო მუშაობა გაიმართა, სადაც მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები. პროექტში „სტუდენტური კონგრესი“ სხვადასხვა უნივერისტეტის 40 საუკეთესო სტუდენტი მონაწილეობს. მათ დეპუტატებთან ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს. მათ შორის, თბილისში არსებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, ნარკოპოლიტიკა, სასამართლო რეფორმა და შრომითი უფლებები.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” პარლამენტში განუცხადეს, პროექტის “სტუდენტური კონგრესის” მიზანია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და წევრები: მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ირაკლი სესიაშვილი.

მსგავსი თემები