საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა. ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო, ხოლო შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

მსგავსი თემები