“ნაცების” სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს” – ირაკლი კობახიძე

„ადრე 200 „ნაცი“ იდგა ამ აქციებზე ხოლმე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე. ბუნებრივია, 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა  ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. 

კობახიძემ გენერალური პროკურორის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს.

“ნაცმოძრაობას” უნდა, რამენაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობენ ამის გაკეთებას, თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვთ. რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი, აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილი კი საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავს.

მსგავსი თემები