ხონის მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია

ხონში მეორე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულს უკიდია. მათივე ინფორმაციით, დაზიანდა შენობის ჭერი.  

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და მასწავლებლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.

მსგავსი თემები