საქართველოში 18 თებერვლიდან ტემპერატურა მოიმატებს

18 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს. ამაღამ კი კვლავ ყინვა იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს დედაქალაქში შესაძლებელია აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი.

„17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი, ეს უფრო ეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს. დედაქალაქშიც შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში გასულ დღესთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს და ბარში 2-7 გრადუსია ნავარაუდევი.

18 თებერვალს უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს. 19 თებერვლიდან ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში“,- განაცხადა სინოპტიკოსმა.

მსგავსი თემები