დიღმის მასივში “თელასის” ქვესადგური დაიტბორა – მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

  •  

თბილისში, დიღმის მასივში აბონენტებს, დაახლოებით, ნახევარი საათია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” “თელასში” განუცხადეს, GWP-ს წყლის მილის გასკდომის შედეგად ქვესადგური დაიტბორია და ამიტომაც უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია გათიშეს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში წყალს ტუმბავენ.

“ქსელში ავარიული გამორთვების გამო, არ მიეწოდებათ აბონენტებს ელექტროენერგია. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია. ელექტრომომარაგება, სავარაუდოდ, დღესვე 22:34 საათზე აღდგება”, – აცხადებენ “თელასში”.

მსგავსი თემები