დიდთოვლობის გამო, მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროსაა მოწყვეტილი

დიდთოვლობის გამო, მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.

ჩაკეტილია ხულოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა. ასევე შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მაღალმთიანი აჭარის ყველა სკოლაში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს რამდენიმე სოფელს.

აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ამ დროისთვისაც ინტენსიურად თოვს.

მსგავსი თემები