„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი ინფორმაციით, ორდღიანი შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად დასრულდა.
“ორდღიანი შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად დასრულდა. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის საკითხთან დაკავშირებით“, – წერს კლაარი “ტვიტერზე”.