„დიდი ალბათობით, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება“ – ბექა ნაცვლიშვილი

„გამოიკვეთა, რომ არჩევნები, შეიძლება არსებული სისტემით ჩატარდეს. ეს აწყობდა „ქართულ ოცნებას“. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო დღეს გაჟღერებული, იგივე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმულა, პროპორციულ სისტემასთან უფრო აახლოებდა ამ საარჩევნო სისტემას.  არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება  20/130-ზე იქნება თუ 25/125-ზე, თუ ატარებ არჩევნებს უნდა ჩაატარო სრულფასოვანი სისტემით“ – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის არსებობას უშვებს,  ეს მაჟორიტარული ოლქები დაკავშირებული უნდა იყოს კულტურულ ტერიტორიულ ერთეულებთან, გეოგრაფიულ ერთეულებთან და ა.შ.

„როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მაინც გაიტანა“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები