1016-მდე გარდაცვლილი ჩინეთში – კორონავირუსს გუშინ 103 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა. 10 თებერვალს ვირუსით ხუბეის პროვინციაში 103 ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულ რეგიონში 10 თებერვალს დაინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 თებერვალს კი ვირუსი 2 618 ადამიანს დაუდგინდა.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 42 200 ადამიანია დაინფიცირებული. დაღუპული ადამიანების სამი მეოთხედი სწორედ ხუბეის პროვინციაში ცხოვრობდა.

ვირუსთან არასაკმარისი ბრძოლის ბრალდებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი და პარტიის მდივანი, ასევე წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

10 თებერვალს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩავიდა. პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, რომელმაც ის ექიმები მოინახულა, რომლებიც დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ. ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვირუსთან საბრძოლველად გადამწყვეტი ზომებია საჭირო.

მსგავსი თემები