ამირან გამყრელიძე, კორონავირუსთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას, მედიას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

გამყრელიძე საქართველოს დიდი ქალაქების მერებს მიმართავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციები განათავსონ.

ამასთან, მან  სამედიცინო პერსონალს მიმართა, განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ ინფექციის კონტროლის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძე მიმართავს სავაჭრო ცენტრებსაც.

ასევე, ამირან გამყრელიძემ მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

https://www.facebook.com/ncdcgeorgia/videos/208826926913217/

მსგავსი თემები