ძლიერი ქარის გამო, 112-ში ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო 112-ში ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება შევიდა. 

მათივე ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

“გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო – 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, იმერეთში- 2, გურიაში – 1, შიდა ქართლში – 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 შეტყობინება დაფიქსირდა.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები