არჩილ თალაკვაძე და დავით ზალკალიანი აშშ-ი სენატორს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით სენატორ ვიკერს – ამ შეხვედრით დავასრულე ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც ვფიქრობ, იყო კიდევ ერთი დასტური საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობის. წარმატებას ვუსურვებ არჩილ თალაკვაძეს, რომელიც აგრძელებს ვიზიტს“, – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტი დასრულებულია. ამასთან, აშშ-ში იმყოფება და შეხვედრებს მართავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ხელმღვანელობით.

მსგავსი თემები