“მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას” – მდინარაძე შოთაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენენ, მმართველი გუნდი აპირებს, რომ მას მხარი დაუჭიროს.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებსა და რეპუტაციას. შესაბამისად, მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას”, – განაცხადა მდინარაძემ.

საპროკურორო საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენად გენერალური პროკურორობის კანდიდატს დღეს შეარჩევს. ოთხ კანდიდატს შორის არის ირაკლი შოთაძე.

მსგავსი თემები