ჩრდილოეთ კორეა – ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პაციენტს პირველად აღმოუჩინეს ახალი “კორონავირუსისითვის” დამახასიათებელი სიმპტომები.

ამ დროის განმავლობაში ვირუსმა თითქმის მთელი აღმოსაველეთ აზია მოიცვა და შეაღწია ჩინეთიდან 1500 მილის მოშორებით მდებარე ქვეყნებში, გამონაკლისია მცირერიცხოვანი მონღელეთი, სადაც ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღმოჩენილი.

ქალაქი უხანი, სადაც ეპიდემიის ბუმი მძვინვარებს 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 31 000-ზე მეტი დაინფიცირდა ვირუსით, მაგრამ გამონაკლისია ჩინეთის მეზობელი, ჩრდილოეთ კორეა, სადაც არ გვხდება ინფიცირების ერთი შემთხვევაც კი.

როგორ აირიდა ვირუსი მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ, რომელიც სწრაფად ვრცელდება და მთელი მსოფლიო მოიცვა?!

CNN-ი წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად არ დასტურდება ვირუსის შემთხვევა. როგორც სამხრეთ კორეელი პროფესორი, სუნგ-ვუკი ამბობს, 25 მილიონიან ქვეყანაში ალბათობა იმისა, რომ ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირებულია, მაღალია, თან, როცა ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით არ გადაიცემა.

ამასთან სამხრეთ კორეელი პროფესორები მტკიცედ ამბობენ, რომ ჩინეთის მოქალაქე აუცილებლად გადასდებდა ვირუსს, ან მის სიმპტომებს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეს, ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე.

ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიებზე დაყრდნოით კი მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ისინი მკაცრად და დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ვირუსს და მის გავრცელებას მოსახლეობაში.

სხვა ქვეყნებთან ერთად ჩრდილოეთ კორეამაც ჩაკეტა საზღვარი ჩინეთთან, ისე როგორც ეს 2014 წელს “ებოლას” აფეთქების დროს მოხდა.

ქვეყანამ 30 იანვარს სპეციალური, საგანგაშო სიტუაცია გამოაცხადა ქვეყანაში.

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ცნობილია ჩრდილოეთ კორეის, როგორც ყველაზე დახურული ქვეყნის სტატუსის შესახებ, საიდანაც ზუსტ და სწორ ინფორმაციას ვერ მიიღებ. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ვურუსით ათამდე ადამიანია ინფიცირებული.

მსგავსი თემები